COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 869 კვლევა ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 493 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 268 995-ს.

493 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 244 შემთხვევა, აჭარა - 7, იმერეთი - 59, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 35, გურია - 39, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 27, კახეთი - 40, მცხეთა-მთიანეთი - 8, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 552 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 262 796-მდე.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 457 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 716, საიდანაც 1 606 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 321 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 95 პირი. 192 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 918 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 285 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 302 ადამიანი.
| Print |