COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავიუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლენილა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა რეგიონში 4 683ს შეადგენს.

ახალი შემთხვევებიდან 1 ახალციხესა და 3 ბორჯომში დაფიქსირდა. გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 4 პირი.

კოვიდ კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 20 პაციენტი.

24 საათში  არც ერთი პაციენტი არ გამოჯანმრთელდა, სულ მათი რაოდენობა 4 609 გახდა.

თვითიზოლაციაში იმყოფება 119 პირი, აქედან 11 ადიგენში, 9 ასპინძაში, 24 ახალციხეში, 14 ახალქალაქში, 61 ბორჯომში.

რეგიონში ვირუსით სულ 47 პაციენტი გარდაიცვალა. 



| Print |