COVID19
1 ინფიცირებული და 1 გამოჯანმრთელებული - კოვიდსტატისტიკა რეგიონში
გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლენილა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა რეგიონში 4 684ს შეადგენს.
ერთი ახალი შემთხვევა ბორჯომში დაფიქსირდა. გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 15 პირი.
კოვიდ კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 19 პაციენტი.
24 საათში ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, სულ მათი რაოდენობა 4 610 გახდა.
თვითიზოლაციაში იმყოფება 124 პირი, აქედან 11 ადიგენში, 9 ასპინძაში, 15 ახალციხეში, 14 ახალქალაქში, 75 ბორჯომში.
რეგიონში ვირუსით სულ 47 პაციენტი გარდაიცვალა.
გააზიარეთ :