ამინდი
როგორ ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები თებერვლის დასასრულს?
თებერვლის ბოლომდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაბლოში დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, აღმოსავლეთ საქართველოში ღამის საათებში შენარჩუნდება ყინვა - პროგნოზირებს გარემოს ეროვნული სააგენტო. 

28 თებერვალს შავი ზღვიდან გავრცელდება შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მთაში და მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით 2-3 გრადუსით დაიკლებს, ღამის საათებში ყინვა შესუსტდება, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ასეთივე ამინდია მოსალოდნელი 1-ელ მარტსაც.

რაც შეეხება ახალციხეს - 26 თებერვალს ღრუბლიანი ამინდი და ნალექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +4 -7 იქნება. 

27 თებერვალს კი სინოპტიკოსები ახალციხეში ნაწილობრივ ღრუბლიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +7, ღამით -8.

28 თებერვალს კი წვიმაა მოსალოდნელი, ტემპერაქტურა დღისით +7, ღამით კი -2 იქნება.

| Print |