სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლენილა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა რეგიონში 4 686ს შეადგენს.
ორი ახალი შემთხვევა ბორჯომში დაფიქსირდა.
კოვიდ კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 16 პაციენტი.
გამოჯანმრთელთა რაოდენობა 4 610 გახდა.
თვითიზოლაციაში იმყოფება 109 პირი, აქედან 6 ადიგენში, 4 ასპინძაში, 14 ახალციხეში, 14 ახალქალაქში, 71 ბორჯომში.
რეგიონში ვირუსით სულ 47 პაციენტი გარდაიცვალა.