COVID19
ასპინძაში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში, ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსის შემთხვევა ადიგენში დაფიქსირდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა რეგიონში 4 699- ს შეადგენს. 

კორონავირუსის დიაგნოზით ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 64 წლის მამაკაცი ასპინძის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა. რეგიონში ვირუსით სულ 48 პაციენტია გარდაცვლილი. 

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კოვიდ კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 10 პაციენტი.

24 საათში ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, სულ მათი რაოდენობა 4 616 გახდა. 

თვითიზოლაციაში იმყოფება 65 პირი, აქედან 7 ადიგენში, 4 ასპინძაში, 1 ახალციხეში, 3 ახალქალაქში, 50 ბორჯომში.
| Print |
თეგები: კორონავირუსი /