სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პირი გამოჯანმრთელდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 702 გახდა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ერთი ახალი შემთხვევა ნინოწმინდაში დაფიქსირდა.
კოვიდ კლინიკაში მკურნალობს 10 პაციენტი.
გამოჯანმრთელდა ერთი პირი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 620 გახდა.
თვითიზოლაციაში იმყოფება 41 პირი, აქედან 11 ადიგენში, 3 ახალქალაქში, 27 ბორჯომში.
რეგიონში კორონავირუსით 48 პაციენტი გარდაიცვალა.