COVID19
ჯანმომ კორონავირუსის დასრულების სავარაუდო თარიღი დაასახელა
კორონავირუსის პანდემია მთელი 2021 წელი გაგრძელდება და მისი დასრულება 2022 წლის დასაწყისისთვის არის მოსალოდნელი, - ასეთი ვადები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ გერმანულ გამოცემა Welt-თან ინტერვიუში დაასახელა.

მისივე ვარაუდით, 2021 წლის განმავლობაში ვირუსი უკან არ დაიხევს, თუმცა სიტუაცია უფრო მართვადი გახდება. როგორც კლუგე აცხადებს, 1 წლის შემდეგ კაცობრიობამ კორონავირუსზე უფრო მეტი იცის და მასთან ბრძოლის ინსტრუმენტები გაჩნდა, მათ შორის დიაგნოსტიკა და ვაქცინები.

„თუმცა ჩემს მუშაობაში აუცილებელია წინასწარ დაგეგმვის ცოდნა, ამიტომაც ვფიქრობ, რომ პანდემია 2022 წლის დასაწისში დასრულდება“, - განაცხადა ჰანს კლუგემ. თუმცა, იქვე განმარტა, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი მთლიანად გაქრება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
| Print |