4 ინფიცირებული, 2 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსი სამცხე-ჯავახეთში
გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა და სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 4 706 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 3 ადიგენსა და 1 ბორჯომში დაფიქსირდა. კვლევაში რჩება 353 ნიმუში.
კოვიდ კლინიკაში 13 პაციენტი მკურნალობს, გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პირი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 622 გახდა.
რეგიონში თვითიზოლაციაში იმყოფება 32 პირი, აქედან 11 ადიგენში, 6 ახალქალაქსა და 15 ბორჯომში.
რეგიონში ვირუსის დიაგნოზით 48 პაციენტი გარდაიცვალა.