COVID19
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 120 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 120 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2.65 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი - 96.5 მილიონს შეადგენს. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ - 19-ით ინფიცირების 20.8 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ბრაზილია იკავებს, მესამეს - ინდოეთი, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფოა.
| Print |