COVID19
სამი ინფიცირებული ორი გამოჯანმრთელებული - სამცხე-ჯავახეთის კოვიდსტატისტიკა ციფრებში
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 717-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან თითო-თითო ინფიცირებულია ადიგენში, ასპინძასა და ბორჯომში. 

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 14 პირი. კვლევაში რჩება 85 ნიმუში. კოვიდ კლინიკაში 13 პაციენტი მკურნალობს. 

24 საათში გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პირი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს 4 637-ს. 

თვითიზოლაციაში იმყოფება 30 პირი, 10 ბორჯომში, აქედან 7-7 ასპინძასა და ახალციხეში, 5 ახალქალაქში და 1 ადიგენში, 

რეგიონში კორონავირუსის დიაგნოზით სულ 48 პაციენტია გარდაცვლილი.
| Print |