COVID19
ორი ინფიცირებული ოთხი გამოჯანმრთელებული - სამცხე-ჯავახეთის კოვიდსტატისტიკა ციფრებში
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 724-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ორივე შემთხვევა ახალციხეში დაფიქსირდა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 10 პირი. კვლევაში რჩება 2 ნიმუში. კოვიდ კლინიკაში 13 პაციენტი მკურნალობს.

24 საათში გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პირი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს 4 651-ს.

თვითიზოლაციაში იმყოფება 44 პირი, 25 ბორჯომში, 7 ასპინძა, 12 ახალციხე

რეგიონში კორონავირუსის დიაგნოზით სულ 48 პაციენტია გარდაცვლილი.



| Print |