კოვიდ19-ით, საქართველოში კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა
დღევანდელი, 24 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 722 გახდა.
აქვე გეტყვით, რომ რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 254 ადამიანი გამოჯანრთელდა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 278 628
გამოჯანმრთელებულია - 270 922
გარდაცვლილია - 3 722
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 23 293, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 13 751, PCR ტესტით - 9 542
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური -1,93%, ბოლო 14 დღის - 1,59%, ბოლო 7 დღის - 1,92%
კარანტინის რეჟიმში - 265
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1 463
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 180
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 124 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 100 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,7 მილიონზე მეტი.