COVID19
თბილისი, გურია და იმერეთი წითლის მიმართულებით მიდის, შეზღუდვებს არ გამოვრიცხავთ - ჯანდაცვის მინისტრი
,,ვაქცინაციის ეფექტს საქართველო იგრძნობს არა უმეტეს სექტემბერი-ოქტომბერი. აქედან გამომდინარე, ის ილუზია, რომ დღეს გაკეთებული ვაქცინები ხვალ საშუალებს მოგვცემს, რომ არ გამოვიყენოთ პირბადე, არ დავიცვათ სოციალური დისტანცია და ა.შ. ეს არის ილუზია. პარალელურ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს ვაქცინაცია. 60% აცრილი იქნება 2022 წლის გაზაფხულისთვის.

შეზღუდვებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული მსჯელობა უკვე, ვინაიდან ჩვენ საქართველოში გვაქვს უკვე რამდენიმე რეგიონი, რომელიც, როგორც შუქნიშანზე ვაკვირდებით, უკვე წითლის მიმართულებით მიდის აქტიურად. ეს არის ამ ეტაპზე იმერეთი, გურია და სხვათაშორის თბილისიც, სადაც ყველაზე მეტია მობილობა.

კოეფიციენტი დადებითობის მაჩვენებელი არის 2.2, ასევე ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი უკვე 1-ს აღემატება, რაც, რა თქმა უნდა, მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. არ გამორიცხავთ [შეზღუდვებს]"
- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია ,,იმედის" ეთერში.
| Print |