ამინდი
საქართველოში ძლიერ ქარს პროგნოზირებენ
დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 27 მარტს შენარჩუნდება შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +5, +10 გრადუსია მოსალოდნელი. მაღალ მთაში მოთოვს, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი.

28 მარტს ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში, ტემპერატურა +8, +13 გრადუსამდე მოიმატებს.

29-31 მარტს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება და +12, +17 გრადუსამდე დათბება.

აღმოსავლეთ საქართველოში 30-31 მარტს უმეტესად ღრუბლიანი და ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში 27 მარტს შესაძლებელია მცირე წვიმა. 27 მარტს იქროლებს ძლიერი ქარი. 28-29 მარტს უნალექო, ხოლო 30-31 მარტს წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა +10, +12 გრადუსი იქნება”, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებიულ ინფორმაციაში.
| Print |