COVID19
ოთხი ინფიცირებული ხუთი გამოჯანმრთელებული - სამცხე-ჯავახეთის კოვიდსტატისტიკა ციფრებში
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 738-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ერთი ახალციხეში, ერთი ახალქალაქსა და ორი შემთხვევა ბორჯომში დაფიქსირდა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 36 პირი. კვლევაში რჩება 136 ნიმუში. კოვიდ კლინიკაში 10 პაციენტი მკურნალობს.

24 საათში გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პირი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს 4 680- ს.

თვითიზოლაციაში იმყოფება 112 პირი. ახალციხე - 90 პირი, ახალქალაქი - 4 პირი, 5. ბორჯომი - 18 პირი.

რეგიონში კორონავირუსის დიაგნოზით სულ 48 პაციენტია გარდაცვლილი.







| Print |