COVID19
საქართველოში კორონავირუსის 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 947 კვლევა. ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 616 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან თბილისი 319, აჭარა - 50, იმერეთი - 58, ქვემო ქართლი - 17, შიდა ქართლი - 35, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 61, კახეთი - 25, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 281 761-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 268 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 273 167-მდე.

გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 778 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 790, საიდანაც 1 674 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 331 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 65 პირი. 261 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 2 855 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 270 ადამიანი. თვითიზოლაციაში იმყოფება 8 165 პირი.
| Print |