COVID19
სამი ინფიცირებული და სამი გამოჯანმრთელებული - კოვიდსტატისტიკა სამცხე-ჯავახეთში

 

გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში, კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა  - ერთი ახალციხესა და ორი ბორჯომში გამოვლინდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა რეგიონში 4 744 - ს შეადგენს.

კოვიდ კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის რვა პაციენტი, კვლევაში რჩება 70 ნიმუში. გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 13 პირი.

24 საათში სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა, სულ მათი რაოდენობა 4 690 გახდა.

თვითიზოლაციაში იმყოფება 121 პირი, აქედან 83 ახალციხეში, 4 ახალქალაქში და 34 ბორჯომში.

რეგიონში ვირუსით სულ 48 პაციენტი გარდაიცვალა.




 

| Print |