COVID19
ახალციხეში კორონავირუსით ქალი გარდაიცვალა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 49-მდე გაიზარდა. COVID19-მა ხუთ აპრილს, ახალციხის მკვიდრი იმსხვერპლა.

77 წლის ქალი სოფელ წყალთბილაში ცხოვრობდა. ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ფატი ხაბულიანის თქმით, პაციენტი მათთან არ გამოკვლეულა. ქალმა ანტისხეულებზე ტესტი კერძო ლაბორატორიაში ჩაიტარა, პასუხი კი ჯანდაცვის ცენტრმა შემთხვევით გაიგო.

სამხარეო ადმინისტრაციაში კორონავირუსის დიაგნოზით ქალის გარდაცვალებას ადასტურებენ და ამბობენ, რომ ქალი სახლში მკურნალობდა და ხუთ აპრილს, გამთენიისას დაიღუპა.

| Print |