ირაკლი ღარიბაშვილს Covid-19 დაუდასტურდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ფეისბუკით თავად ავრცელებს.
"ტესტირების შედეგად დამიდასტურდა კორონავირუსი. თავს კარგად ვგრძნობ, ვიმყოფები თვითიზოლაციაში და ვაგრძელებ მუშაობას დისტანციურ რეჟიმში", - წერს ის.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3,65%-ია.