COVID19
ირაკლი ღარიბაშვილს Covid-19 დაუდასტურდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ფეისბუკით თავად ავრცელებს. 

"ტესტირების შედეგად დამიდასტურდა კორონავირუსი. თავს კარგად ვგრძნობ, ვიმყოფები თვითიზოლაციაში და ვაგრძელებ მუშაობას დისტანციურ რეჟიმში",
- წერს ის.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3,65%-ია.
| Print |