COVID19
კორონავირუსის მესამე ტალღა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე პირველი - ხათუნა ზახაშვილი
ფაქტია, რომ კორონავირუსის მესამე ტალღა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე პირველი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ზახაშვილი ამბობს, ქვეყანა ვერ შეძლებს კორონავირუსის მესამე ტალღის შეჩერებას.

“როგორც ჩანს, ვერ შევძლებთ ამის შეჩერებას. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. დღევანდელი სიტუაცია არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გატარდეს ისეთივე მკაცრი ღონისძიებები, როგორც შარშან.

თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ თუ დავიცავთ იმ წესებს, რაც რეკომენდირებულია შესაძლებელი იქნება ისეთი დამანგრეველი არ იყოს, როგორც მეორე“
, - აცხადებს ზახაშვილი.
| Print |