COVID19
საქართველოში კორონავირუსის 1 310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 241 კვლევა. ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 310 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აქედან თბილისი 798, აჭარა - 85, იმერეთი - 72, ქვემო ქართლი - 61, შიდა ქართლი - 39, გურია - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 113, კახეთი - 85, მცხეთა-მთიანეთი - 18, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 299 038-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.33 %, 7 დღის მანძილზე - 4.16%, ბოლო 14 დღეში - 3.38%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 632 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 282 869-მდე.
კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 971 პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 172, საიდანაც 3 363 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 591 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 98 პირი.
575 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 8 234 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 249 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 963 მოქალაქე.
გააზიარეთ :