COVID19
რამდენი ადამიანი დარეგისტრირდა ახალციხეში ვაქცინის გასაკეთებლად?
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში კორონავირუსის საწინაარმდეგო ვაქცინის გაკეთების სურვილი 11–მა მოქალაქემ გამოთქვა. მსურველები Booking.moh.gov.ge–ზე 4 მაისიდან 11 მაისამდე შეძლებენ დარეგისტრირებას. კლინიკაში ვაქცინაცია კვირაში მხოლოდ ორ დღეს არის შესაძლლებელი.
„აცრა კლინიკაში ყოველ დღე არ ტარდება, მხოლოდ სამშაბათსა და შაბათს, ვაქცინაციის მსურველები ასე თუ ისე არიან" - ამბობს კლინიკური მენეჯერი რევაზ კუჭუხიძე.
იმუნიზაციის პროცესი ვერ გრძელდება ახალქალაქში. სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის ალექსანდრე თოროიანის თქმით, ასაცრელად ამ დრომდე ჯერ კიდევ არავინ დარეგისტრირებულა.
27 აპრილს, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია განახლდა. "ასტრაზენეკას" ვაქცინით ცამეტი ადამიანი აიცრა. იმუნიზაციის ოთახში, სადაც მედპერსონალისა და მოქალაქეების ვაქცინაცია მიმდინარეობდა, უცხო პირები არ შეუშვეს.
28 აპრილის მდგომარეობით, რეგიონში 39 ადამიანია აცრილი.
გააზიარეთ :