COVID19
საქართველოში კორონავირუსის 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ჩატარდა 13 752 კვლევა. ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 988 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 312 445-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.18%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.99%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.47%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 595 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 293 052 მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 151 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 988 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 511 შემთხვევა, აჭარა - 114, იმერეთი - 84, ქვემო ქართლი - 31, შიდა ქართლი - 33, გურია - 19, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 94, კახეთი - 45, მცხეთა-მთიანეთი - 45, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 216, საიდანაც 4 040 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 771 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 137 პირი. 

800 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 10 376 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 91 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 34 185 პირი.
| Print |