COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 790 კვლევა. ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 788 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 313 742-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.05%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.02%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.74%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 788 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 384 შემთხვევა, აჭარა - 106, იმერეთი - 64, ქვემო ქართლი - 43, შიდა ქართლი - 30, გურია - 17, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 76, კახეთი - 40, მცხეთა-მთიანეთი - 13, სამცხე-ჯავახეთი - 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 206 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 295 458 მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 183 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 075, საიდანაც 4 209 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 811 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 149 პირი, 788 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 9 078 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 89 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 32 694 პირი.
| Print |