COVID19
საქართველოში კორონავირუსის 2 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 648 კვლევა. ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 171 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 315 913-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.85%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.33%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.27%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 074 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 296 532 მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 207 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 171 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 359 შემთხვევა, აჭარა - 135, იმერეთი - 202, ქვემო ქართლი - 83, შიდა ქართლი - 82, გურია - 48, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 118, კახეთი - 54, მცხეთა-მთიანეთი - 70, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 148, საიდანაც 4 289 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 839 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166 პირი, 744 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 10 115 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 84 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 759 პირი.
| Print |