COVID19
ახალციხეში კორონავირუსის დიაგნოზით ქალი გარდაიცვალა
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში 56 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელსაც PCR კვლევის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა. კლინიკაში ამბობენ, რომ პაციენტი მათთან სუნთქვის მწვავე უკმარისობით შეიყვანეს. ქალი მანამდე გარდაიცვალა, სანამ კვლევის შედეგები ცნობილი გახდებოდა.

მკურნალი ექიმების თქმით, პაციენტი რისკ-ჯგუფს განეკუთვნებოდა. მას ქრონიკული დაავადებები და ჭარბი წონა აწუხებდა.

ეს 50-ე პაციენტია, რომელიც სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსს ემსხვერპლა.
| Print |