COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 972-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ერთი ასპინძაში, 2 ახალციხესა და 10 ბორჯომში.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 9 პირი. კოვიდ კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 36 პაციენტი.

24 საათში გამოჯანმრთელდა ექვსი პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 775 გახდა.

გარდაიცვალა ერთი პირი - 56 წლის ქალი და გარდაცვლილთა რაოდენობა რეგიონში 50-ია.

რეგიონში თვითიზოლაციაში იმყოფება 561 პირი, აქედან ადიგენი 20, ასპინძა 28, ახალციხე 207, ახალქალაქი 114, ბორჯომი 102, ნინოწმინდა 90 პირი.
| Print |