COVID19
საქართველოში კორონავირუსის 1 788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ჩატარდა 28 532 კვლევა. გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 788 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან თბილისი 963, აჭარა - 127, იმერეთი - 178, ქვემო ქართლი - 78, შიდა ქართლი - 72, გურია - 58, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 131, კახეთი - 79, მცხეთა-მთიანეთი - 73, სამცხე-ჯავახეთი - 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 324 256-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.76 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.07%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.35%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 251 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 303 679-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 336 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 215, საიდანაც 4 296 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 890 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 201 პირი,  775 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 11 144 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 65 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 30 153 მოქალაქე.
| Print |