COVID19
საქართველოში კორონავირუსის 1 409 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 40 275 კვლევა. ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 409 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 325 665-ს. 

ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 744, აჭარა - 102, იმერეთი - 149, ქვემო ქართლი - 83, შიდა ქართლი - 54, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 149, კახეთი - 59, მცხეთა-მთიანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.5 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.82%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.48%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 256 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 304 935-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 363 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 341, საიდანაც 4 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 872 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 192 პირი, 772 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 11 338 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 75 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 864 მოქალაქე.
| Print |