COVID19
საქართველოში კორონავირუსიის 776 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 982 კვლევა. ჩატარებული ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 776 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან თბილისში 359, აჭარა - 79, იმერეთი - 81, ქვემო ქართლი - 56, შიდა ქართლი - 13, გურია - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 84, კახეთი - 30, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 326 441-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 329 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 306 264-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 379 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 572, საიდანაც 4 278 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 903 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 196 პირი. 

710 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 10 584 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 73 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27 821 მოქალაქე.
| Print |