COVID19
საქართველოში კორონავირუსის 1 576 შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 44 278 კვლევა. ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 576 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან თბილისი 868, აჭარა - 92, იმერეთი - 162, ქვემო ქართლი - 71, შიდა ქართლი - 51, გურია - 35, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 130, კახეთი - 77, მცხეთა-მთიანეთი - 54, სამცხე-ჯავახეთი - 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 329 407-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 584 პირი, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 307 918-მდე.

ამავე დროში გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 426 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 037, საიდანაც 4 258 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 912 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 207 პაციენტი.

729 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 12 050 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 60 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 26 274 მოქალაქე.
| Print |