COVID19
968 ინფიცირებული - როგორია 16 მაისის კოვიდსტატისტიკა
ბოლო 24 საათში, ქვეყანაში, კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 442 პირი ემსხვერპლა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 23 742 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 968 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 903 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.08 %. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 742 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 308 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 434 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 968 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 330 375-ს.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 968 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 527 შემთხვევა, აჭარა - 71, იმერეთი - 95, ქვემო ქართლი - 58, შიდა ქართლი - 28, გურია - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 75, კახეთი - 49, მცხეთა-მთიანეთი - 21, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

| Print |