COVID19
საქართველოში კორონავირუსის 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 665 კვლევა.

ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან თბილისი 263, აჭარა - 53, იმერეთი - 50, ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 13, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 44, კახეთი - 33, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6 შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 330 879-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 038 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 310 859-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 469 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 525, საიდანაც 4 395 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 920 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 213 პირი.

657 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 10 473 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 24 074 პირი.
| Print |