COVID19
1 გარდაცვლილი და 10 ინფიცირებული - სამცხე-ჯავახეთის კოვიდსტატისტიკა
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის ყველაზე მეტი ბორჯომშია, ხოლო ასპინძასა და ახალქალაქს ბოლო 24 საათში ინფიცირებული არ ჰყავს. მუნიციპალიტეტების მიხედვით სტატისტიკა ასე გამოიყურება.

2 ადიგენი,
1 ახალციხე,
6 ბორჯომი,
1 ნინოწმინდა.

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 20 პირი, მიმდინარეობს მოკვლევა.

თვითიზოლაციაში იმყოფება 477 პირი:
1. ადიგენის - 17 პირი;
2. ასპინძა - 54 პირი;
3. ახალციხე - 111 პირი;
4. ახალქალაქი - 129 პირი;
5. ბორჯომის - 97 პირი;
6. ნინოწმინდის - 69 პირი.

კოვიდ კლინიკაში რჩება 46 პაციენტი, კვლევაში 79 ნიმუში, ხოლო ახალციხის მუნიციპალიტეტში გარდაიცვალა 1 პირი. 66 წლის მამაკაცი ჯერ კლინიკა იმედში, მოგვიანებით კი დედაქალაქში მკურნალობდა.

რეგიონში სულ გარდაცვლილი 53 პირია გარდაცვლილი.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 17, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4846-ს შეადგენს.
| Print |