COVID19
1 104 ინფიცირებული და 21 გარდაცვლილი - ერთი დღის კოვიდსტატისტიკა საქართველოში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ჩატარდა 29 032 კვლევა. ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 104 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან თბილისი 607, აჭარა - 83, იმერეთი - 103, ქვემო ქართლი - 57, შიდა ქართლი - 40, გურია - 12, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 109, კახეთი - 46, მცხეთა-მთიანეთი - 15, სამცხე-ჯავახეთი - 24, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 334 705-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 603 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 315 254-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 540 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 885, საიდანაც 4 221 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 917 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 222 პირი. 

689 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 9 975 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 94 ადამიანი. თვითიზოლაციაში იმყოფება 25 284 მოქალაქე.
| Print |