COVID19
საქართველოში კორონავირუსით 1 064 ადამიანი დაინფიცირდა და 29 გარდაიცვალა
სამთავრობო ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 25 564 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1 064 შემთხვევა. აქედან თბილისი 543, აჭარა - 125, იმერეთი - 99, ქვემო ქართლი - 62, შიდა ქართლი - 25, გურია - 7, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 104, კახეთი - 47, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი - 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.

24 საათში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 29 პაციენტი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 1 135-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. 

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 335 769 შემთხვევა. მათგან 316 389 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 4 569 ადამიანი.
| Print |