COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 1 ადიგენში 10 ახალციხეში, 4 ბორჯომსა და 3 ნინოწმინდაში. სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 5 200-ია. 

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 16 პირი. კოვიდ კლინიკაში მკურნალობს 57 პაციენტი.

24 საათში გამოჯანმრთელდა 12 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 883-ია. 


თვითიზოლაციაში იმყოფება 492 პირი, აქედან ადიგენში 14, ასპინძაში 59, ახალციხეში 117, ახალქალაქში 125, ბორჯომში 117, ნინოწმინდაში 60 პირი.

რეგიონში კორონავირუსით 53 პირია გარდაცვლილი.

| Print |