COVID19
ახალციხის #1 სკოლაში კორონავირუსი დაფიქსირდა
ქალაქ ახალციხის #1 საჯარო სკოლაში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. საგანმანათლებლო დაწესებულება სწავლას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს. 

სკოლის დირექტორის თქმით, ვირუსი ერთ-ერთ მოსწავლეს გამოუვლინდა. 

"დღეს ჩააბარეს ტესტი და მშობელს და ბავშვს დაუდასტურდა. ჯანდაცვიდან ჯერ არ მიგვიღია წერილი, ახლა გავდივართ დეტალებს", - გვითხრა დირექტორმა ჟუჟუნა გოგოლაურმა. 

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დისტანციურ სწავლებაზე რეგიონში კიდევ ექვსი სკოლაა გადასული.
| Print |