COVID19
6 ინფიცირებული, 13 გამოჯანმრთელებული - ერთი დღის კოვიდსტატისტიკა სამცხე-ჯავახეთში
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 5 233 გახდა. გასული დღე ღამის განმავლობაში დაფიქსირებული შემთხვევებიდან 2 ახალციხეში, 1 ახალქალაქში, 2 ბორჯომსა და 1 ნინოწმინდაშია გამოვლენილი. 

24 საათში გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 920-მდე გაიზარდა. 

24 მაისის მდგომარეობით, კოვიდ კლინიკაში 58 პაციენტი მკურნალობს.

თვითიზოლაციაში იმყოფება 577 პირი, აქედან ადიგენი 20, ასპინძა - 51, ახალციხე - 199, ახალქალაქი 114, ბორჯომი 113, ნინოწმინდა - 80 პირი.

რეგიონში კორონავირუსის დიაგნოზით 53 პაციენტია გარდაცვლილი.
| Print |