COVID19
სამცხე-ჯავახეთში 63 პაციენტი კოვიდ კლინიკაში მკურნალობს
სამცხე-ჯავახეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 5 244 გახდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან თითო-თითო ადიგენში, ასპინძა და ნინოწმინდაში, ექვსი ახალციხესა და ორი ბორჯომში.
გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 13 პირი. კოვიდ კლინიკაში მკურნალობს 63 პაციენტი
24 საათში გამოჯანმრთელდა 18 პირი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 938 გახდა.
თვითიზოლაციაში იმყოფება 607 პირი, აქედან ადიგენი - 20, ასპინძა 44, ახალციხე 249, ახალქალაქი 127, ბორჯომი 92, ნინოწმინდა 75 პირი.
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით სულ 53 პაციენტია გარდაცვლილი.
გააზიარეთ :