COVID19
სამცხე-ჯავახეთში 63 პაციენტი კოვიდ კლინიკაში მკურნალობს

 

სამცხე-ჯავახეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 5 244 გახდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან თითო-თითო ადიგენში, ასპინძა და ნინოწმინდაში, ექვსი ახალციხესა და ორი ბორჯომში. 

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 13 პირი. კოვიდ კლინიკაში მკურნალობს 63 პაციენტი

24 საათში გამოჯანმრთელდა 18 პირი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 938 გახდა. 

თვითიზოლაციაში იმყოფება 607 პირი, აქედან ადიგენი - 20, ასპინძა 44, ახალციხე 249, ახალქალაქი 127, ბორჯომი 92, ნინოწმინდა 75 პირი.

სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით სულ 53 პაციენტია გარდაცვლილი. 

 

| Print |