508 ინფიცირებული, 17 გარდაცვლილი - კორონავირუსი საქართველოში
Stopcov.ge-ს ინფორმაციის თანახმად, 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 358 კვლევა. ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 508 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან თბილისი 252 შემთხვევა, აჭარა - 61, იმერეთი - 35, ქვემო ქართლი - 42, შიდა ქართლი - 20, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 48, კახეთი - 22, მცხეთა-მთიანეთი - 14, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
ქვეყანაში კოვიდ19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 340 838-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 481 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 323 409-მდე.
კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 699 პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 704, საიდანაც 3 965 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 913 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 219 პაციენტი.
668 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 8 071 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 23 818 მოქალაქე.