COVID19
საქართველოში 986 ახალი ინფიცირებულია, მათ შორის 12 სამცხე-ჯავახეთში

 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 286 კვლევა. ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 986 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

აქედან თბილისი 535 შემთხვევა, აჭარა - 82, იმერეთი - 76, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 26, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 100, კახეთი - 51, მცხეთა-მთიანეთი - 38, სამცხე-ჯავახეთი - 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 342 880-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 590 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 325 016-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 739 პირი ემსხვერპლა.

აქტიური შემთხვევა არის 13 099, საიდანაც 3 826 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 887 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 222 პაციენტი. 693 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 8 580 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი. 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 011 ადამიანი.

 

| Print |