COVID19
საქართველოში კორონავირუსის 833 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 28 191 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 833 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 205 პირი. კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 833 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 431 შემთხვევა, აჭარა - 63, იმერეთი - 78, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 32, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 76. კახეთი - 53, მცხეთა-მთიანეთი - 13, სამცხე-ჯავახეთი - 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 383, საიდანაც 3 490 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 741 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 213 პირი, 639 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 7 254 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 27 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 18 007 პირი.
| Print |