COVID19
საქართველოში კორონავირუსის 779 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 026 კვლევა. ტესტირების შედეგად ვირუსით ინფიცირების 779 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 347 762-ს.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 959 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 331 680-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 876 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 779 ახალი შემთხვევიდან თბილისი 401 შემთხვევა, აჭარა - 69, იმერეთი - 66, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 24, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 69, კახეთი - 37, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 24, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 180, საიდანაც 3 516 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 776 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 207 პირი, 619 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 7 045 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 27 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 592 პირი.
| Print |