COVID19
ერთ დღეში 832 პირი დაინფიცირდა და 17 გარდაიცვალა
Stopcov.ge-ს თანახმად, 24 საათში ჩატარდა 31 409 კვლევა. ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 832 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაა 348 594.

ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 457 შემთხვევა, აჭარაში - 66, იმერეთში - 67, ქვემო ქართლში - 65, შიდა ქართლში - 28, გურიაში - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 70, კახეთში - 35, მცხეთა-მთიანეთში - 13, სამცხე-ჯავახეთში - 14, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 4.

ერთ დღეში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 624 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 332 304-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს ჯამში 4 893 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების აქტიური შემთხვევა არის 11 371, საიდანაც 3 435 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 729 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 210 პირი.

619 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 7 317 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 27 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 16 939 მოქალაქე.
| Print |