COVID19
საქართველოში კორონავირუსის 307 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ჩატარდა 11 117 კვლევა. ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 307 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან თბილისი 174, აჭარა - 31, იმერეთი - 21, ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 3, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 28 კახეთი - 14, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2. დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 349 405-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 014 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 334 519-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 934 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 926, საიდანაც 3 428 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 752 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 202 პირი.

627 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 5 871 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 462 პირი.
| Print |