რეგიონში ინფიცირებულთა უმეტესობა ახალციხეში გამოვლინდა
სამცხე-ჯავახეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 5 287 გახდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში დაფიქსირდა 18 ახალი შემთხვევა, აქედან: 1 ადიგენსა და 17 ახალციხეში.
გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 35 პირი. კვლევაში რჩება 302 ნიმუში.
24 საათში გამოჯანმრთელდა 17 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5 180 გახდა.
თვითიზოლაციაში იმყოფება 824 პირი. მათ შორის: ადიგენი - 30, ასპინძა - 12, ახალციხე - 438, ახალქალაქი - 170, ბორჯომი - 52, ნინოწმინდა - 122 პირი.
კოვიდ კლინიკაში მკურნალობს 38 პაციენტი. ამ დრომდე, რეგიონში კორონავირუსის დიაგნოზით 55 პირი გარდაიცვალა.